თამბაქო დღევანდელ
საზოგადოებაში დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის ადამიანებში დამოკიდებულებას იწვევს,
რომლისაგან განკურნებაც ძალიან ძნელია. მას ძალიან ბევრი საშიში დაავადების გამოწვევა
შეუძლია. ადამიანებმა ეს იციან, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც იწყებენ მოწევას და
მას თავს აღარ, ან ვეღარ ანებებენ.
მოწევით არამხოლოდ
საკუთარ თავს, ჩვენს გარშემომყოფებსაც დიდ საფრთხეს ვუქმნით და მათ ჯანმრთელობასაც
ვაზიანებთ.
როგორც ცნობილია, პასიური მწეველს დაავადების მწეველზე დიდი საფრთხეც კი
შეიძლება შეექმნას. ვთვლით, რომ საჭიროა მწეველი პირველ რიგში იმ ადამიანებზე დაფიქრდნენ,
რომელთა საზოგადოებაშიც მათ სიგარეტის მოწევა შეუძლია მოუწიოთ, რადგან ამ საზოგადოებაში
შეიძლება შედიოდნენ ბავშვებიც. ცნობილია, რომ ბავშვებზე სიგარეტის კვამლი უფრო ძლიერად
მოქმედებს. დადგენილია, რომ წელიწადში 17000 ბავშვი მაინც მიჰყავთ საავადმყოფოში, რომლებშიც
პასიური მწევლობისათვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები იჩენს თავს.
ბავშვების შემთხვევაში,
საქმე არამარტო ჯანმრთელობას, არამედ მათ ფსიქიკასაც ეხება. დადგენილია, რომ მწეველები
უფრო ხშირად ის ადამიანები ხდებიან, ვის ოჯახში სხვებიც ეწევიან, ბავშვები ისინი კი
იმას იმეორებენ, რისი დანახვაც ყველაზე ხშირად უწევთ. ამიტომ, საჭიროა მათზეც ვიფიქროთ.
რატომ უნდა შევამციროთ
ჩვენი სიცოცხლის ძვირფასი წლები სიგარეტის გამო?
რა თქმა უნდა,
თამბაქოდამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა ძალიან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. არსებობს
მრავალი ხერხი და საშუალება. ალბათ, საჭიროა ყოველი სიგარეტისათვის ანთებისას, გავიხსენოთ
რა შეუძლია დაგვმართოს მან ჩვენ და არამარტო ჩვენ.
სამყარო თამბაქოს კვამლის გარეშე
No comments:
Post a Comment